პრემიერ-მინისტრმა შეიარაღებული ძალების სერჟანტი დააჯილდოვა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ახლად შეძენილი შენობა დაათვალიერა. პრემიერმა საელჩოს შენობაში 31-ე ბატალიონის წევრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი ჯონი თოფურია დააჯილდოვა და მედალი – “სამშობლოსთვის თავდადებული” გადასცა. სერჟანტი ჯონი თოფურია 2006-2007 წლებში ერაყში სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ხოლო 2010 წლიდან – ავღანეთში. 2012 წლის 6 მარტს იგი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები