მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს თბილისში დღეს გადმოაბრძანებენ

  მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დღეს, 12:00 საათზე გამოასვენებენ. მსვლელობისას სასულიერო პირები და მრევლი სპორტის სასახლეს, გმირთა მოედანს და ვარაზისხევს, „ვარდების რევოლუციის“ მოედანს, თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ხიდს გაივლიან. ღირსი მამის წმინდა ნაწილებს სამების საპატრიარქო ტაძარში დააბრძანებენ, სადაც მრევლს ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება, პატივი მიაგოს მას. მამა გაბრიელის საფლავი მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში შაბათს გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები