ვის შეუძლია ყირიმის რეფრენდუმზე გავლენა მოახდინოს

    ყირიმის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული,4 რაიონისგან,56 ქალაქისა და 950-ზე მეტი სოფლისგან შედგება. მისი ტერიტორია კი 21 081 კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული.
ყირიმის 2 მილიონამდე მოსახლეობა, ძირითადად, რუსების, უკრაინელებისა და ყირიმელი თათრებისგან შედგება. სწორედ ეთნიკურ უმრავლესობას შეეძლება რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში ნახევარკუნძულის ბედის გადაწყვეტა.
58 პროცენტი – ეთნიკური რუსი ყირიმში მოსახლეობის ნახევარზე მეტია, უკრაინელები აქ მხოლოდ მოსახლეობის 24 პროცენტს შეადგენენ.
რეფერენდუმის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ეთნიკურ თათრებს, რომლებიც მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენენ და ამ დროისთვის რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მოსახლეობის ეს ნაწილი ყირიმის ამჟამინდელ ხელისუფლებას და მომავალ რეფერენდუმს უნდობლობას უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები