დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობას მიესალმება

  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ივანიშვილმა გამჭვირვალედ ისაუბრა ყველა თემაზე.
“ეს იყო, მართლაც, უპრეცედენტო გამჭვირვალობა, იყო ღია აზრის გამოთქმა, არანაირი ტაბუ და ბლოკი. ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, როგორც კერძო პირმა და საზოგადოების წარმომადგენელმა იმ კითხვაზე, რაც დაუსვეს და იმ ადამიანებზე, ვისზეც შეეკითხნენ. მე თავად ამ ფორმატს, ღიად და გულწრფელად აზრების წარმოჩენას ყოველთვის მივესალმები. რაც შეეხება იმას, პირადად ვეთანხმები თუ არა მის პოზიციას, რეფერად არ გამოვდგები, რადგან არ მქონია საშუალება, რაღაც განსაკუთრებული და აქტიური ურთიერთობა მქონოდა პრეზიდენტთან. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კარგი იყო, რომ ასე გამჭვირვალედ ისაუბრეს და ყველა ტაბუ მოიხსნა“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები