ეკონომიკის სამინისტროში ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი ამოქმედდება

   საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდის დადებით ტენდენციასთან ერთად, იმატა საქართველოდან პროდუქციის ექსპორტისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის შემთხვევებმა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 2014 წლის 21 მარტიდან სამინისტროში ამოქმედდება ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი. ცენტრი განთავსდება სამინისტროს პირველ სართულზე (მისამართი: გ. ჭანტურიას 12). ამასთან, ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის ტელეფონის ნომერი იქნება 2991002.
“ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება სამინისტროს ხელმძღვანელობის და პირადად ჩემს მიერ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკებების დროს, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ორმხრივობა, რითაც დავიცავთ ექსპორტზე ორიენტირებული ჩვენი მეწარმეების ინტერესებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები