„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გადმოწევა სასიხარულოა“

   ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ ორი თვით გადმოიწია – ამის შესასხებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე იყო განსახორციელებელი.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ორი თვით კიდევ უფრო გადმოიწია ამ ხელშეკრულების ხელმოწერამ. იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. ეს არა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია პროცესის დაჩქარებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მზად არის ამ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ჩვენ უკვე წარვადგინეთ ამ ხელშეკრულების ქართული ტექსტი და სხვა მხრივაც, საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც განსახორციელებელი იყო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები