შეიარაღებული ხალხი დონუზავლში ხომალდზე გადასვლას ცდილობს

   ყირიმში, დონუზავლის ტბაზე შეიარაღებული უცნობები სამძებრო გემის ,,ჩერკასის“ ბორტზე გადასვლას ცდილობენ, უკრაინული გემი კი მანევრირებით შეიარაღებულებს ეწინააღმდეგება, – აცხადებს ყირიმის თავდაცვის სამინისტროს მედიაცენტრის ხელმძღვანელი ვლადისლავ სელეზნიოვი.
,,შეიარაღებული ხალხი ჩქაროსნული კატარღებით ცდილობს, გადავიდეს ,,ჩერკასის“ ბორტზე, უკრაინული გემი არ ჩერდება და მანევრირებს, ამით იგი ხელს უშლის გემზე მათ მოხვედრას“,- აცხადებს სელეზნიოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დონუზავლის ტბაში ბოლო დღეების განმავლობაში უკვე ჩაძირეს რუსეთის 4 გემი, რომლებიც უკრაინულ გემებს ბლოკირებას უწევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები