"ნაცმოძრაობა" ომბუდსმენს ჟვანიას საქმის დეტალების შესწავლას სთხოვს

   “ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველს ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალების შესწავლას სთხოვს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი უჩა ნანუშვილს მოუწოდებს, ლევან ჩაჩუას, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას დაკავების ფაქტებით დაინტერესდეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გამოძიება ამ ადამიანებზე ზეწოლას ახდენს. დარჩიაშვილი განმრტავს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ჩაჩუა, ხარშილაძე და ძაძამია მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე მანამდე მიცემული ჩვენებები შეაცვლევინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები