ალექსი პეტრიაშვილის უწყებამ ღია უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ღია უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებს მიმართა და ხაზი გაუსვა საზოგადოების, განსაკუთრებით სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. 25-27 მარტს მემორანდუმის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართება. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სამდღიანი სემინარი- „საქართველოს ნატოში გაწევრიანების მექანიზმები და პერსპექტივები“ ჩატარდება. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მოისმენენ ლექციებს ნატოს სტრუქტურის, ტრანსფორმაციის, ისტორიისა და მისი ეგიდით წარმოებული სამშვიდობო ოპერაციების შესახებ. ასევე,საქართველოს ევროპული არჩევნისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. პროექტის ფარგლებში სტუდენტები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს დაათვალიერებენ. დასკვნით დღეს დებატები გაიმართება თემაზე: საქართველოს ნატოში გაწევრიანების დადებითი და ურყოფითი მხარეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები