ზურაბ ჟვანიას მეუღლე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალური ქსელით უპასუხა. „ზურას რასაც აბრალებენ, თურმე არაა საკმარისი. ახლა მე, ვითომ ფულის მეტი არაფერი არ მაინტერესებდა“, – წერს ნინო ქადაგიძე-ჟვანია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, მასთან ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე – ნინო ქადაგიძე მივიდა და სთხოვა, ფული ამოეღოთ. სააკაშვილის თქმით, მან ქადაგიძისგან შეიტყო, რომ ბადრი პატარკაციშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე საკმაოდ დიდი თანხა მისცა. „როდესაც ზურა გარდაიცვალა, ვთხოვე, მის მეუღლეს ჩემთან მოსულიყო. როდესაც მოვიდა, ვკითხე, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს? მან მიპასუხა, არა არ მგონიაო. შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. თუმცა, ერთი საინტერესო რამ მითხრა, რომ ზურას გარდაცვალებამდე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბევრი ფული მისცა და ამის ნაწილი მინდა ამოვიღოო. ვარაუდობდა, დაცვის თანამშრომლები სანამ მივიდოდით, თანხა ხომ არ წაიღესო. როგორც ჩანს, ნინოს პატარკაციშვილმა უთხრა, რომ მან ზურას ბევრი ფული მისცა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები