თბილისში „კრეატიული განვითარების ცენტრი“ დაფუძნდა

    ახალი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია „კრეატიული განვითარების ცენტრი“დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, ისინი წარმოადგენენ ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფს, რომელიც 2009 წლიდან აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის პროექტს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათივე ინფორმაციით, ორგანიზაცია მიისწრაფის, ჩამოაყალიბოს ე.წ სტრუქტურირებული ერთეული, რომელიც სამიზნე ჯგუფისათვის სხვადასხვა ტიპის აქტივობებს განახორციელებს.
“ჩვენი ორგანიზაცია გამოირჩევა სწორედ იმ მახასიათებლებით, რაც დღესდღეობით ქართულ სამოქალაქო სექტორს აკლია: ჩვენ არ ვმუშაობთ ბენეფიციარებთან, ჩვენ თავად ვართ ბენეფიციარები! ჩვენი მიზანი არ არის, ჩამოვაყალიბიოთ ე.წ სტრუქტურირებული ერთეული, რომელიც სამიზნე ჯგუფისათვის განახორციელების სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, ჩვენი ხედვა ეფუძნება გუნდს, რომელიც მზადაა, მიიღოს და წაახალისოს ახალი, კრეატიული იდეები. წლების მანძილზე მიღებულმა გამოცდილებამ დაგვანახა ჩვენს საზოგადოებაში არსებული საჭიროებები, რასაც ეფუძნება ორგანიზაციის 4 ძირითადი მიმართულება: მშვიდობის მშენებლობა და მართვა, არაფორმალური განათლება, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა, სოციალური არტი. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იყენებს ინოვაციურ მეთოდებს საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები სპეციალიზებულნი არიან ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: სიმულაციური თამაშები, ფორუმთეატრი, ხელოვნების მართვა, სამოქალაქო ინიციატივების მართვა. ჩვენი ორგანიზაციის ტრენერებს აქვთ საერთაშორისო ტრენინგებისა და შეხვედრების ფასილიტაციის გამოცდილება. ჩვენ გვყავს მენტორთა გუნდი, რომლებიც წლების მანძილზე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ეხმარებოდნენ მცირე სამოქალაქო ინიციატივების ავტორებს პროექტების განხორციელებაში კოუჩინგის და კონსულტაციის მეშვეობით. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც გამოცდილია სიმულაციური თამაშების შექმნასა და ფასილიტაციაში. ჩვენი გვყავს პარტნიორთა ფართო ქსელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევრაზიის მასშტაბით. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ევროპის საბჭოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.
საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო დიალოგი და ჩართულობა უალტერნატივო ინსტრუმენტია მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
“ცოდნა და უნარ-ჩვევები კი არის ძალა, რომელიც ეხმარება ადამიანებს, შექმნან მათ იდეებზე დაფუძნებული ახალი რეალობა. ჩვენი ორგანიზაციის ერთ – ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მსგავსი ინიციატივებისა და იდეების განვითარებასა და განხორციელებას“, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები