მსჯავრდებულის მეუღლემ მოსამართლეს ფეისბუქზე წერილი მისწერა, რის გამოც დაჯარიმდა

    უზენაესმა სასამართლომ მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევის ფაქტზე მსჯავრდებულის მეუღლე დააჯარიმა. როგორც „კვირას“ უზენაესის სამართლოდან აცნობეს, მოსამართლეს ფეისბუქის გვერდზე ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელსაც იგი იხილავდა, მსჯავრდებულის მეუღლემ წერილი მისწერა, სადაც მოსამართლისგან მსჯავრდებული მეუღლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა.
სასამართლომ მოსამართლესთან ექსპარტე კომუნიკაციის წესის დარღვევის ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ იმსჯელა და მსჯავრდებულის მეუღლე დააჯარიმა.
„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით აკრძალულია და ისჯება კანონით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები