რა არის მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა?

 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა დაპირებების შეუსრულებლობაა. დაპირებების შეუსრულებლობას მთავარ ჩავარდნად გამოკითხულთა 20% ასახელებს, ჩავარდნად – 22%; გამოკითხულთა 5% მთავარ ჩავარდნად უმუშევრობას ასახელებს, 7%- ჩავარდნად. მთავრობის ჩავარდნებში ასევე დასახელებულია: ხალხის მოტყუება, უსამართლობა, რთული ეკონომიკური სიტუაცია, არ აქტიურობა, არაკომპეტენტურობა, კრიმინალური სიტუაციის გაუარესება, “ნაციონალური მოძრაობის” ვერ დამარცხება, კოჰაბიტაცია, უკანონო დაპატიმრება, დაბალი პენსიები.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული 3 992 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები