კვორუმის უქონლობის გამო პარლამენტის სხდომა ვერ იწყება

 პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება. 12:00 საათისთვის დანიშნულ სხდომაზე დეპუტატები დაახლოებით 20 წუთის დაგვიანებით შეიკრიბნენ. რეგისტარაცია პარლამენტის 68 წევრმა გაიარა. 15 წუთში განმეორებითი რეგისტრაცია ჩატარდა და ტაბლოზე 74 დეპუტატი დაფიქსირდა. პარლამენტის თავმჯდომარემ 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. უკვე მესამე რეგისტრაციისას ანალოგიური შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, პარლამენტის სხდომა 16:00 საათამდე ვერ დაიწყება. პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნას სულ მცირე 76 დეპუტატის ყოფნა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები