აშშ-ში, მინესოტას შტატში ერთი უცანური ამბავი მოხდა. პოლიციამ დააკავა 26 წლის ნიკოლას ვიგი, რომელმაც გაძარცვა სახლი და გადაწყვიტა, სანამ გაიქცეოდა, სახლის პატრონის კომპიუტერით ესარგებლა. ასეც მოიქცა და შემდეგ სახლიდან წავიდა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა – ქურდს მსხვერპლის კომპიუტერში საკუთარი “ფეისბუქი” ჩართული დარჩა.
ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის.
როდესაც სახლის მფლობელი ჯეიმს ვუდი შინ დაბრუნდა და სახლი გაძარცვული დახვდა, ცხადია, პოლიციას დაუკავშირდა.
მოპარული იყო ფული, საკრედიტო ბარათები და საათი, თუმცა იქვე იდო სხვისი ჯინსის შარვალი, ქამარი და ტენისის შორტები. ჯეიმსმა მოგვიანებით ისიც შენიშნა, რომ მის კომპიუტერზე უცხო ადამიანის “ფეისბუქგვერდი” იყო გახსნილი.
შემდეგ დაზარალებულმა მძარცველის ფოტო მისივე გვერდიდან გააზიარა და განაცხადა, რომ ის იყო მძარცველი. გააზიარა მისი ნომერიც და ყველას სთხოვა, დაერეკათ მისთვის, თუ რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ.
ის არ ელოდა, რომ საღამოს შეტყობინებას თავად მძარცველისგან მიიღებდა.
ჯეიმსმა ქურდს ჰკითხა, რომ მას სახლში რამდენიმე ნივთი დარჩა და წასაღებად თუ აპირებდა დაბრუნებას.
რაც კიდევ უფრო უცნაურია, მძარცველი ამას დათანხმდა. როდესაც ის დაზარალებულის სახლს მიუახლოვდა, ჯეიმსმა 911-ზე დარეკა.
როცა დააკავეს, ნიკოლას ვიგს ჯერ კიდევ ჯეიმსისგან მოპარული საათი ეკეთა.
ბრალის დამტკიცების შემდეგ ყველაზე უიღბლო და უყურადღებო მძარცველს 10-წლიანი პატიმრობა და 20 000$-იანი ჯარიმა ემუქრება.