“ნაციონალურ მოძრაობას" წარმოდგენა აქვს, რომ ევროპაც და ამერიკაც მათ აღმოაჩინეს

  “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოდგენა აქვს, რომ ევროპაც და ამერიკაც მათ აღმოაჩინეს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელმა და საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპაში ინტეგრაცია ქართული საზოგადოების მოთხოვნაა და ამ მოთხოვნას ვერავინ შეაჩერებს.
“ევროპელობა არ არის ვინმეს აღმოჩენა დღეს, როგორც ამერიკელობა. “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოდგენა აქვს, რომ ევროპაც მათ აღმოაჩინეს და ამერიკაც, არა, ჩვენ ევროპაში შესვლას კი არ ვაპირებთ, ჩვენ ვერთიანდებით იმ ფასეულობებთან, რასაც ჯერ კიდევ ვაჟას ნაწერებში უამრავს ნახავთ. ეს ჩვენს გენებშია, ეს ჩვენი მოთხოვნაა, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ამას ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ უკვე აქტიურად უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ ძალიან ჩქარი ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ და დავბრუნდეთ ვეროპულ ოჯახში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები