საგარეო უწყება მარგველაშვილის და პუტინის სოჭში შესაძლო შეხვედრას არ ადასტურებს

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი და ვლადიმერ პუტინი სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან, არ ადასტურებს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭში არ მიემგზავრებიან. პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, პუტინის პრესსამსახურზე დაყრდნობით, „რია-ნოვოსტმა“ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები