კიევში დემონსტრანტები რადას პიკეტირებას გეგმავენ

  კიევში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დემონსტრანტების ერთი ნაწილი, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მიზნით, მაიდნიდან რადას მიმართულებით დაიძრა. საუბარია დაახლოებით 3 000 მანიფესტანტზე, რომლებიც რუსული მედიის ინფორმაციით, ხელკეტებითა და ნიჩბებით არიან შეიარაღებული. სამთავრობო კვარტალში მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგნელები. სახალხო დეპუტატის იგორ მიროშნიჩენკოს განცხადებით, აქციის მიზანია, რომ დეპუტატებმა ხალხის ხმას მოუსმინონ და მათი მოთხოვნაა, არ შეწყდეს პარლამენტის მუშაობა და სესია პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებამდე გაგრძელდეს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ღამით კიევში რამდენიმე სერიოზული შემთხვევა მოხდა. კონკრეტულად კი, დედაქალაქის ცენტრში დაარბიეს კომპიუტერული კლუბი და 2 მამაკაცი სცემეს. ამასთან, დაუდგენელმა პირებმა 2 რესტორნის ფასადი დააზიანეს და შუშები ჩაამსხვრიეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ერთერთ საავადმყოფოში თავის არეში მიღებული ტრავმით 30 წლის მამაკაცი მიიყვანეს, რომელმაც განაცხადა, რომ ის მაიდანზე სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები