გეგუთის ციხეში 876 პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულებლის და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ამ დროისთვის გეგუთის საპატიმროში 876 პატიმარი შიმშილობს, – ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთაავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ციხეში პატიმრის ცემის დადასტურებული ფაქტი არ არსებობს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაზე სამინისტრომ მოკვლევა მაინც დაიწყო.
“ბოლო ინფორმაციით, გეგუთის ციხეში 876 პატიმარი შიმშილობს. რამდენიმე კვირით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი ამას აპირებდნენ, რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თითქოს, გეგუთში ერთ – ერთ პატიმარს ფიზიკური ზიანი მიაყენეს, ამის დამადასტურებული ინფორმაცია ჩვენს სამინისტროს არ აქვს, თუმცა რადგან ინფორმაცია მაინც გავრცელდა, ჩვენ მოკვლევას დავიწყებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, რომ გეგუთის ციხეში მოშიმშლე პატიმრების თქმით, ერთ – ერთ პატიმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სწორედ ამას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები