არასამთავრობო ორგანიზაციები გივი თარგამაძის დასჯას ითხოვენ

გივი თარგამაძის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის – გიორგი ცინცაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის ქონებას უკანონოდ ისაკუთრებდა. მისივე თქმით, გივი თარგამაძე დანაშაულებრივი ქმედებების გამო პოლიტიკაში ყოფნას არ იმსახურებს.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას დავანახოთ, რომ გივი თარგამაძე არის მატყუარა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გივი თარგამაძე ყაჩაღია. ასეთი ადამიანის ადგილი საქართველოში და, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში არ არის. ბიზნესმენებს იბარებდნენ ღამის პირველ და ორ საათზე პროკურატურაში და მათ კომპანიებს აფორმებდნენ თავიანთ ახლობლებზე, ცოლებზე და დეიდაშვილების სახელებზე,“ – აცხადებს გიორგი ცინცაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მსგავსი აქციების გამართვას “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრების სახლებთანაც გეგმავენ და ხელისუფლებისგან მათ სათანადოდ დასჯას ითხოვენ.
1005772_10201541237234283_280784439_n  1503818_10201541236594267_1608388547_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები