“პუტინის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ძალიან სერიოზული მომზადება დასჭირდება “

   რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას სერიოზული მომზადება დასჭირდება.
როგორც აბაშიძემ “კვირას “ განუცხადა, თავად ის ფაქტი, რომ მხარეებმა შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვეს, უკვე პოზიტიურია.
“მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გამორიცხული არაა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთულესი პრობლემების გათვალისწინებით ასეთ შეხვედრას ძალიან დიდი წინასწარი სერიოზული მომზადება დასჭირდება. ჩიხიდან გამოსასვლელად პატარ-პატარა ნაბიჯები იდგმება, ის ფაქტიც, რომ მხარეებმა შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვეს, პოზიტიური მოვლენაა“, – განუცხადა “კვირას“ ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის მზადყოფნა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ გამოთქვა. „ვადასტურებ, რომ ეს მზაობა მაქვს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ვლადიმერ პუტინმა კი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ სოჭში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გიორგი მარგველაშვილს ამის სურვილი ექნება, შეხვედრისთვის მზადაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები