შსს-ს მოლდოვის დელეგაცია ეწვია

  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაცია საპატრულო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მიერ, მიმდინარე გლობალური კონტეინერების კონტროლის პროგრამის (CCP) ფარგლებში იყო ორგანიზებული. ამ პროგრამის ფარგლებში ფოთში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შსს-ს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები არიან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ფოთის პორტში კონტეინტერების ნარკოტიკულ ნივთიერებებზე შემოწმებას ახორციელებს.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამაში (CCP) ჩართული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. კონტეინერების კონტროლის პროგრამაში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს გამოცდილების გაზიარებით, გიურგიულესტის საზღვაო პორტში მოლდოვის რესპუბლიკის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები