შალვა ფიფიამ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

  სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა. პრესკონფერენციაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე, რომლის ფარგლებში მიწის დამუშავება თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და შპს „მექანიზატორი“ და 112 კონტრაქტორი კომპანია ხვნის სამუშაოებს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან დაიწყებს. შალვა ფიფიას განმარტებით, თვის ბოლომდე პროექტში ჩართული 800 ათასამდე ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს. პარალელურად, „ლიბერთი“ ბანკი პლასტიკური აგრობარათის დარიგებას დაიწყებს იმ რეგიონებიდან, სადაც ფერმერებს ხვნის სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო ბარათები გადასცეს. როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომელიც დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე რაიონებში ახალი საწარმოების შექმნას ითვალისწინებს. 2014 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ პირველი კომპონენტის ფარგლებში 2,685 ბენეფიციარზე სულ გაცემულია 1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება; მე-2 კომპონენტში 5,685 ბენეფიციარზე გაცემულია 111,873,523 ლარის ოდენობის კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში, 405 ბენეფიციარზე სულ გაიცა 47,370,783 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში 63 ახალი საწარმო აშენდა. მე-5 კომპონენტის ფარგლებში 43 ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოზე 49,085,350 ლარის კრედიტი გაიცა, ხოლო მე-6 კომპონენტის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა მანდარინის ორმა შემსყიდველმა საწარმომ, ჯამში 450,000 ლარის მოცულობით. დღეის მონაცემებით, „შეღავათიანი აგოკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, გაცემული სესხების ჯამურმა თანხამ 260 000 000 ლარამდე შეადგინა. შალვა ფიფიამ ყურადღება გაამახვილა სამელიორაციო და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო მასშტაბური სამუშაოების მიმდინარეობაზე. გასულ წლებში, მაგისტრალური არხების მხოლოდ 20-25% იყო გაწმენდილი. 2013 წელს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წყალუზრუნველყოფილი გახდა 74.3 ათასი ჰა სავარგული. გაიწმინდა და მოწესრიგდა საირიგაციო არხები. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი წყალსაცავების, თეძამის და არხაშენის წყალსაცავების მოწყობაზე. როგორც მინისტრმა შეხვედრზა აღნიშნა, 2013 წელს მანდარინის წარმოებამ 100 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 40.6%-ით აღემატება. ხელისუფლებამ ციტრუსის სუბსიდირებისათვის 13 მილიონ 800 ათასი ლარი გამოყო, რაც 7-ჯერ აღემატება 2012 წელს გამოყოფილ თანხას. 2013 წლის მონაცემებით, ქართული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდოვეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში. 2013-14 წლის სეზონზე შეუფერხებლად მუშაობდა, როგორც საზღვაო, ისე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტი. შალვა ფიფიამ ახალი უწყების შექმნის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მომზადდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. მინისტრმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი კუთვნილი ჯიღაურას სანერგე მეურნეობა სოფლის მეურნეობ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები